პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „სააკაშვილი სიცრუეზე ამყარებდა მთელ თავის პოლიტიკას, საკუთარ ხალხთან საუბარი ვერ ისწავლა და მუდამ ოპოზიციაში რჩებოდა საზოგადოებასთან!“

politika-3საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერი გამოეხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მათ შორის დიდი იდეოლოგიური სხვაობაა.

„მეც ვეთანხმები, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი იდეოლოგიური სხვაობაა. ამ კაცმა ავტორიტარული სახელმწიფო ააშენა, სიცრუეზე ამყარებდა მთელ თავის პოლიტიკას. ახლაც უცხოელებს ესაუბრება, საკუთარ ხალხთან საუბარი ვერ ისწავლა და მუდამ ოპოზიციაში რჩებოდა საკუთარ საზოგადოებასთან. როგორც იქნა, თანხვედრაში მოვედით. მეც ვეთანხმები, რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული იდეოლოგია. მე რასაც სახლში ვსაუბრობ, იმასვე ვსაუბრობ გარეთ და, პირველ რიგში, ვესაუბრები საქართველოს საზოგადოებას და არასდროს არ ვცრუობ. მაგას კიდევ ჰგონია, რომ რაღაც პოლიტიკური პოტენცია დარჩა, მაგრამ მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.