ვანო მერაბიშვილი: „მაკვირვებს სასამართლოს პოზიცია, რომელმაც უკანონოდ გააგრძელა ჩემი პატიმრობა!“
საქართველო, 25 ოქტომბერი,
საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ
ვანო მერაბიშვილის და
ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ვანო მერაბიშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცა:
„მე მაკვირვებს იმ სასამართლოს პოზიცია, რომელმაც სრულიად უკანონოდ, ოთხი თვით გააგრძელა ჩემი პატიმრობა და ეს დრო მოანდომა მასალების მოგროვებას, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ სუბიექტურობას. მე მაკვირვებს სასამართლოს პოზიცია, რომელიც შეკითხვას არ სვამდა პროკურატურის მიმართ, თუ რატომ გაიწელა ჩემი უკანონო პატიმრობა. მე გეტყვით, რომ ყოველთვის ვერ დავესწრები ამ სხდომებს, იმიტომ, რომ ძნელია ამხელა მანძილზე ასე ხშირად სიარული“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.