პუბლიკაციები
“ადამიანი, კანონი, თავისუფლება”: „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან შსს-ს წერილი და IDFI-ს კვლევა აბსოლუტურად სხვა რამეს იუწყება!“

samartali-2-analit-3საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება:

„IDFI-ს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც მოიცავს 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე მონაკვეთს და უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს საჯარო დაწესებულებებში დასაქმების დინამიკის, გენდერული თანასწორობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ საჭიროებს მეტ სიცხადეს, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომლის მცდელობა უკვე გამოიკვეთა.

პირველი რადიოს 21 ოქტომბრის ინფორმაციის თანახმად, „2012 წლის 1 იანვარიდან დღემდე შსს-დან სულ 5566 თანამშრმელი გაათავისუფლეს. მათ შორის 5049 მამაკაცია, 517 კი - ქალბატონი. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, IDFI-ს კვლევის ჩატარების მიზანს გათავისუფლებულ თანამშრომელთა გენდერულული ბალანსის დადგენა წარმოადგენდა“. სააგენტოს მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან შსს-ს წერილი და IDFI-ს კვლევა აბსოლუტურად სხვა რამეს იუწყება.

გამომდინარე იქიდან, რომ წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არსებობს უამრავი კითხვა, რომელიც პასუხგაუცემელია, საინტერესო იქნებოდა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მომხდარიყო კვლევის მონაცემების დიფერენცირება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და მას შემდეგ, საჯარო გამხდარიყო, თუ რა მდგომარეობა იყო 2012 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, რადგან კვლევის პერიოდი იწყება 2012 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო სახელისუფლებო ცვლილება ოქტომბერში განხორციელდა.

სურვილი გვაქვს, ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე დავაზუსტოთ ჩვენ მიერ არაერთხელ გაცხადებული ინფორმაცია, რომელიც 2010 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებულ უკანონო ცვლილებებს ეხება. კერძოდ:  2010 წლის აგვისტოს თვეში, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ხუთი ციხის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მათ ნაცვლად 2006-2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე მაღალჩინოსნები და იმ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დანიშნა.“