საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველო, 25 ოქტომბერი,
საქინფორმი. 24 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს
მატეო მიკაჩს შეხვდა. მან მადლობა გადაუხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მოვლინებისა და დღემდე გაწეული საქმიანობისთვის. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით შეისწავლის მისიის მიერ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა იყოს საუკეთესო დღემდე ჩატარებულ არჩევნებს შორის.
"დემოკრატიული და გამჭვირვალე საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს მთავრობის ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი და შეუქმნის მყარ საფუძველს ქვეყნის სწრაფვას ევროპული სტრუქტურებისადმი", - განაცხადა პრემიერმა.
გუშინვე ბიძინა ივანიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ილკა კანერვასა და ჟოაო სუარესს შეხვდა.