საზოგადოება
ჯეიმს აპატურაი: “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართველები ძალიან კმაყოფილები უნდა იყოთ თქვენი წარმომადგენლების მიერ გაწეული სამსახურით საერთაშორისო არენაზე!“

sazogad-3-apaturaiსაქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა:

“შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, რომელიც ნატოს ISAF-ის შეხვედრაზე დასწრების მიზნით ჩამოვიდა. მას ინფორმაცია მივაწოდე, თუ როგორია ნატოს მხარის შეფასება - მისი ხელმძღვანელობით პროფესიული, ფოკუსირებული და წარმატებული რეფორმები ხორციელდება. ჩემი აზრით, ის საქართველოს საერთაშორისო დონეზე წარმოჩენაში ეხმარება, მათ შორის - ავღანეთში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართველები ძალიან კმაყოფილები უნდა იყოთ თქვენი წარმომადგენლების მიერ გაწეული სამსახურით საერთაშორისო არენაზე“ (ანუ, ავღანეთში - საქინფორმი).