უცხოეთი
სიკორსკი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოში იმ ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ, რომელიც მოლდოვასა და უკრაინაში სტუმრობასაც ითვალისწინებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ ვილნიუსში (28-29 ნოემბერი). სამიტზე ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უნდა მოხდეს.
„თუ ეს მოხდა, ერთი წლის შემდეგ ხელი მოეწერება დოკუმენტს. ეს კი იმის დასტური იქნება, რომ თქვენ ევროპულ კანონებს ამკვიდრებთ და ევროკავშირთან მიმართებაში ნორვეგიისა და შვეიცარიის, ასევე სხვა ქვეყნების მსგავს ქვეყნად იქცევით (ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები არ არიან)“, - განაცხადა სიკორსკიმ.