სამართალი
ფსიქოპროექტი: მარგველაშვილი - 57.6%, ბაქრაძე - 11.8%

datogioსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ დაკვეთით ზურაბ ბიგვავას საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრი "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა 57.6% მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს უჭერს, 11.8% – „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს, 7.1% - „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატ ნინო ბურჯანაძეს, 3,1% - შალვა ნათელაშვილს, 2% - ნესტან კირთაძეს, ხოლო 1,7% - გიორგი თარგამაძეს. 4,7% მხარს არ უჭერს არც ერთ კანდიდატს, ხოლო 10,3%–მა  პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა განხორციელდა 13-18 ოქტომბერს. 1607 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის სტანდარტული მეთოდით გამოიკითხა. სტატისტიკური ცდომილების ზღვარი 3.5%-ს შეადგენს.