აქტუალური
„მიშა, ადრე ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდი, ახლა კი ვირთხასავით მიწა-მიწა სირბილი მოგიწევს!“ – სააკაშვილს რესტორან „La Truffe“–ში ვახშმობა ისევ არ დააცალეს

aqtual-1-ghrubelსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. უფლებადამცველმა გიორგი გაბედავამ და მისმა თანამოაზრეებმა რესტორან “La Truffe“–ს წინ, სადაც გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვახშმობდა, აქცია მოაწყვეს. აქციის ორგანიზატორებმა რესტორანთან სიმბოლურად სტაფილო და კომბოსტო მიიტანეს. მათი განცხადებით, პრეზიდენტი კურდღელია და სწორედ სტაფილოს და კომბოსტოს უნდა ჭამდეს“. უფლებადამცველებმა სააკაშვილს რესტორანთან 30 თეთრიც დაუტოვეს.

„სამი დღე გრჩება, სულ რაღაც 72 საათი, მიშა! შენ ხარ პრეზიდენტი, რომელმაც ქართველ ხალხს მიწები წაართვა, პრეზიდენტი, რომელმაც აწამა ქართველი ხალხი! შენ ჩაიდინე დანაშაული კაცობრიობის წინაშე! თქვენ აღარ დაბრუნდებით არასდროს. მიშა! გამოდი, დაგველაპარაკე ერთხელ კაცურად. თქვი, აღიარე, გამოდი, ახალგაზრდებს გაეცი პასუხი! შენი არ არის საქართველო, შენი პარტია არ არის საქართველო! ჩვენ ვართ საქართველო, ყველანი, დიდი თუ პატარა. არსად აღარ მიგესვლება, ყველგან მოვდივართ, გნახულობთ, სამ დღეში აღარ იქნები და საერთოდ აღარასოდეს არაფერში არ დაგვჭირდები, იმიტომ, რომ შენ დაკარგე ტერიტორიები და გადაეცი რუსებს! უამრავი ახალგაზრდა ჩახოცე ქუჩებში! აღარასოდეს ჩვენი საზოგადოება აღარ დაუშვებს ისეთ ხელისუფლებას, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს მოსახლეობის სისხლში გაქვს ხელები გასვრილი. შენზე გაქვს გადაფორმებული ყველაფერი, ბიზნესები, ქუჩებში ხვრიტავდი ადამიანებს! ეს ყველაფერი შენს კისერზეა და ხალხი ამას არ გაპატიებს. როგორ არ გრცხვენია, შე არაკაცო, შე ქვეყნის მოღალატე!“, - ისმოდა აქციის მონაწილეთა შეძახილები.

„როგორც ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდი პრეზიდენტობისას, ასევე მოგიწევს ვირთხასავით მიწა-მიწა სიარული! როგორც თხუნელა, როგორც სირაქლემა, სულ გექნება მიწაში ჩარგული თავი! არ გეყო, რაც გორში იფორთხე? დაჯექი ციხეში, შე დალოცვილო, წყნარად მაინც იქნები. ახალაიამ როგორ გაჯობა ჭკუაში, მიშა?! შენ საქართველოდან ვერ წახვალ, მიშა, შენ უნდა იჯდე საქართველოს ციხეში! ბალანდა უნდა ჭამო შენ ყოველდღე. ხალხი მშიერი კვდება და შენ „ლა ტრუფეში“ დადიხარ!“- მიმართავდა მას რუპორით გიორგი გაბედავა.