სამართალი
დაშგინ გიულმამედოვი: „აზერბაიჯანის პრეზიდენტზე თავდასხმა მზადდება!“

pravo-1-dashginსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის თურქი ყარაფაფახების ეროვნული საბჭოს (НСТКУ) თავმჯდომარემ დაშგინ გიულმამედოვმა პრესისთვის შემდეგი განცხადება გააკეთა:

„საკუთარი წყაროებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე თავდასხმა მზადდება, რომლის მიზანია „რევოლუციის“ ინსცენირება მისი ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში შემდგომი გაფართოების გეგმით.

გარკვეული წრეები ცდილობენ აზერბაიჯანში „არაბული გაზაფხულის“ მსგავსად „რევოლუცია“ გააჩაღონ, მერე კი ყაზახეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და რუსეთში მისი იმპორტირება უნდათ. აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ საგანგებო ზომები. მერე გვიან იქნება და შედეგები შესაძლოა მთელი სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის რეგიონისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს“.