საზოგადოება
საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ერთდროულად მადლობას და ბოდიშს იხდის

sazogad-1-madlobaსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მადლობას უხდის ყველა თბილისელს გუშინ სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებისათვის.

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ შეხვედრას დაესწრო, ასევე გვინდა ბოდიში მოვუხადოთ იმ ადამიანებს, ვინც ვერ შეძლო დარბაზში შემოსვლა ადგილების არასაკმარისი რაოდენობის გამო.

ჩვენ ყველას, ვინც შეხვედრას ესწრებოდა და მათ, ვინც სამწუხაროდ გარეთ დარჩა ან ვერ შეძლო მოსვლა, ყველა მხარდამჭერს ვპირდებით, რომ არ გავუცრუებთ იმედებს, ბოლომდე დავიცავთ მათ ხმებს და ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს უკეთესი მომავლისათვის!“ - განაცხადა ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში.