პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში

polit-3-prez-viboriსაქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირას გაიმართება. მასში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 23 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მოწინავე პოზიციები სამ კანდიდატურას უკავია – გიორგი მარგველაშვილს („ქართული ოცნება“), ნინო ბურჯანაძეს („დემოკრატიული მოძრაობა“) და დავით ბაქრაძეს („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“). გამარჯვებისთვის კანდიდატს ამომრჩეველთა ხმების 50% + 1 ხმა სჭირდება. სხვა შემთხვევაში მეორე ტური შედგება.

საქინფორმი აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას და მათ საარჩევნო ნომრებს:

მიხეილ სალუაშვილი - №16

ნესტან კირთაძე - №12

 შალვა ნათელაშვილი - №9

მამუკა ჭოხონელიძე - №18

 გიორგი თარგამაძე - №10

სერგო ჯავახიძე - №3

გიორგი ლილუაშვილი - №2

ლევან ჩაჩუა - №11

ავთანდილ მარგიანი - №19

მამუკა მელიქიშვილი - №21

ნუგზარ ავალიანი - №20

თეიმურაზ ბობოხიძე - №8

თამაზ ბიბილური - №1

დავით ბაქრაძე - №5

გიორგი მარგველაშვილი - №41

კობა დავითაშვილი - №4

აკაკი ასათიანი - №6

ნინო ბურჯანაძე - №14

ნინო ჭანიშვილი - №7

ზურაბ ხარატიშვილი - №15

ქართლოს ღარიბაშვილი - №17

თეიმურაზ მჟავია - №22

გიორგი ჩიხლაძე - №13