აქტუალური
გიორგი მარგველაშვილმა დევნილებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გეგმა გააცნო. მისი განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საჭიროა საქართველო ყველასათვის მიმზიდველი ქვეყანა გახდეს და რეფორმები წარმატებით განხორციელდეს.
დავით დარახველიძემ შეკრებილ საზოგადოებასთან სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. უახლოეს მომავალში დევნილთა შემწეობა 45 ლარამდე გაიზრდება, ასევე მომავალ თვეში 500–მდე დევნილს უფასოდ გადაეცემა საცხოვრებელი ბინა.