უცხოეთი
ქართულ დიასპორას რუსეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ

1-ucxoeti-1საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზატორებმა, რომლებმაც რფ-ის ტერიტორიაზე კენჭისყრის ორგანიზებისთვის ხელშეწყობის შესახებ რუსეთში ქართული დიასპორის წინადადება უგულებელყვეს, მეოთხედ მილიონ ქართველ ამორჩეველს თავისი უფლების გამოყენების საშუალება მოუსპეს, - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ აცნობა.

„ყველაზე დიდი ქართული დიასპორა რუსეთში ცხოვრობს. თუმცა, აქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება არ აქვთ. ამაზე საუბარიც არაა. ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მათ (საქართველოს ხელისუფლებამ) უგულებელყვეს ჩვენი წინადადება დიასპორის ბაზაზე კენჭისყრის ორგანიზების შესახებ. თავის დროზე ჩვენ გამოვედით ასეთი წინადადებით და ვამბობდით, რომ ამის ორგანიზება შეგვეძლო“, - განაცხადა ხუბუტიამ.

ქართული დიასპორის ხელმძღვანელის თქმით, ტექნიკურად და ორგანიზაციულად კენჭისყრის ჩატარების სხვადასხვა ვარიანტი არსებობდა, მათ შორის, შვეიცარიის საელჩოს ბაზაზეც, რომელიც რუსეთში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს.