აქტუალური
„მიშა, შენ ხარ ნაძირალა, მკვლელი! შენი ადგილი შენს ძმაკაცებთან, ვანიჩკასა და ბაჩოსთან იქნება მალე!“

1-aqtu-2-restoraniსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ თბილისში ოფიციალური ვიზიტით პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ. გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილი რადოსლავ სიკორსკისა და კარლ ბილდტს არაოფიციალურ გარემოში შეხვდა. უცხოელ სტუმრებს ჯერ ღამის თბილისი დაათვალიერებინა, შემდეგ კი მათ პატივსაცემად რესტორან „ფუნიკულიორში“ ვახშამი გამართა.

უცხოელ სტუმრებთან შეხვედრის პარალელურად რესტორანთან საპროტესტო აქცია გაიმართა. „ნაციზმი დასრულდა!“ - ამ შინაარსის პლაკატებით უფლებადამცველებმა და ყოფილმა პოლიტპატიმრებმა სააკაშვილის 9-წლიანი მართველობა გააპროტესტეს. „მიშა, შენ ხარ ნაძირალა, მკვლელი! შენი ადგილი შენს ძმაკაცებთან, ვანიჩკასა და ბაჩოსთან იქნება მალე!“ - ისმოდა აქციის მონაწილეთა შეძახილები.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე. უფლებადამცველ გიორგი გაბედავას თქმით, სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 5 დღე დარჩა და ამ აქციით მას 9-წლიანი მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები კიდევ ერთხელ შეახსენეს.
პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შევახსენეთ საქართველოს დაკარგული ტერიტორიები და სოფლები, ასევე, დაღუპული ბიჭების სახელები. შევახსენეთ, რომ სულ მალე მას ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს“, – განუცხადა „ტელეგრაფს“ გიორგი გაბედავამ.