სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

1-sam-3-oruzhieსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი მამუკა კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი“ სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით).