საზოგადოება
„დიდი ნივთები უკვე გატანილია, დარჩა რამდენიმე ყუთი. ჩემი მშობლები ძალიან დამეხმარნენ, აქ იყვნენ ბოლო კვირებში და ყველაფერი გადაიტანეს ბარნოვზე, ახლა უკვე ცოტა დარჩა და მერე ჩვენც გადავდივართ. ინვენტარიზაცია უკვე მოხდა, გუშინ იყვნენ, ყველაფერი, რაც სახელმწიფოსია, აღწერილია და... რა ვიცი, ეს ყველაფერი ცოტა ძნელია“, - განაცხადა პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსმა.
„ბებიაჩემი დარჩა სახლის გარეშე, მაგრამ მაჩუქა ეს მიწა და ახლა ეს მიწა იყიდება, რომ ამ მიწითაც მათ შორის დაფინანსდეს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა. ასე რომ, თუ ვინმეს უნდა ყიდვა, აგერ არის. საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას სჭირდება ფინანსები“, - განაცხადა თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა.