პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი მედიაში ოპონენტების მიერ გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას გამოეხმაურა

1-pol-1-presamsaxuriსაქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის უფროსი თინათინ მჟავანაძე მედიაში ოპონენტების მიერ გაჟღერებულ მცდარ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მჟავანაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი არასდროს ყოფილა არცერთი პარტიის წევრი და ახლაც კოალიციის უპარტიო  საერთო კანდიდატია. თინათინ მჟავანაძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ 2004 წლის საარჩევნო სია წარუდგინა, სადაც გიორგი მარგველაშვილის სახელი და გვარი არ ფიგურირებს.

პრესსამსახურის უფროსმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი დღესაც არის „დემოკრატიული განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი. თინათინ მჟავანაძემ მედიას რეესტრის უახლესი მონაცემები გააცნო, სადაც მარგველაშვილი „დემოკრატიული განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრთა სიაში არ არის მოხსენებული.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ნინო ქადაგიძე–ჟვანია, რომელმაც გაიხსენა „ვარდების რევოლუციის“ წინა და შემდეგი პერიოდი და დაადასტურა, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ზურაბ ჟვანიას მეგობარი და მისი თხოვნით შეყვანილ იქნა საარჩევნო სიის პირველ ათეულში, თუმცა პოლიტიკური პროცესების არცერთ ეტაპზე იგი არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის წევრი.