უცხოეთი
ოლეგ ბარციცმა პრეზიდენტს მოუთხრო, თუ როგორ ჩატარდა აგრომრეწველობის მე-15 საერთაშორისო გამოფენა „ოქროს შემოდგომა-2013“. მან აღნიშნულ ღონისძიებაში აფხაზეთის მონაწილეობა ზოგადად დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გამოფენაში პირველად მიიღეს მონაწილეობა აფხაზმა ფერმერებმა.
„ჩვენი ამოცანაა, რუსეთის ბაზარზე მეწარმეს გზა გავუიოლოთ“, - აღნიშნა ოლეგ ბარციცმა.
აფხაზმა მეწარმეებმა 6 მედალი, მათ შორის, მთავარი ჯილდო - 500 გრ-იანი ოქროს ზოდი მიიღეს.