საფრანგეთი ამერიკული შპიონაჟის პრობლემას ევროკავშირის სამიტზე გამოიტანს
საქართველო, 22 ოქტომბერი,
საქინფორმი. საფრანგეთი ამერიკის ელექტრონული შპიონაჟის პრობლემას ევროპის ქვეყნების კვალდაკვალ 24-25 ოქტომბერს ევროკავშირის სამიტზე გამოიტანს. ამის შესახებ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ლორან ფაბიუსმა ლუქსემბურგში ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.
„სამიტზე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ინტერნეტში პირადი მონაცემების დაცვის ერთიანი ევროპული ნორმების შემუშავებას მოითხოვს“, - აღნიშნა ფაბიუსმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ განმარტება მოითხოვა თავისი ამერიკელი კოლეგის ჯონ კერისაგან და განზრახული აქვს, ეს პრობლემა მასთან ერთად სამშაბათს პარიზში ორმხრივი შეხვედრისას განიხილოს.