გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ მიხეილ კოკორიანს ავტომანქანა „მერსედესი“, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები გასტაცეს. გატაცებული ავტომანქანით მათ თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს, ავტომანქანა მიატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაზიანებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და მის მფლობელსაც მიაკვლიეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში ტაქსის მძღოლს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ცივი იარაღის მუქარით წაართვეს ფული, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულებს აღიარებენ. გამოძიება მიმდინარეობს სსსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.