საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა:
წარსული არჩევნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ოპოზიციური ძალების შეუთანხმებლობა ხელისუფლების, და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციურმა ძალებმა მხარი უნდა დავუჭიროთ ერთიან კანდიდატს - რაც პრაქტიკულად ჩაშლის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ გარიგებას და გეგმებს.
ამ ეტაპზე ჩატარებული ყველა სოციოლოგიური კვლევა ცხადყოფს, რომ ოპოზიციონერ კანდიდატთა შორის მკაფიოდ ლიდერობს ნინო ბურჯანაძე. სწორედ ამიტომ, „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში.
მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს და კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს, 27 ოქტომბერს ხმა მიეცით ნინო ბურჯანაძეს.
„თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო“