საზოგადოება
ირინა იმერლიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს!

1-saz-1-irinaსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ირინა იმერლიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. იმერლიშვილი აბაშაში გუშინ ღამით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.

გუშინ ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატი დავით დარცმელიძე თანმხლებ პირებთან ერთად სახლში მიუვარდა „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელს გიორგი გვილავას და მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გიორგი გვილავამ მაშინვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირს გააცნობიეროს, რომ მოძალადე რეჟიმმა პირველ ოქტომბერს კრახი განიცადა. მათი ზოგიერთი წევრი ძველი მეთოდებით აგრძელებს ბრძოლას. ისინი ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რომ ქვეყანას ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, რომელიც 27 ოქტომბერს ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ირინა იმერლიშვილმა.