პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლების სისტემის გაძლიერება და მასწავლებლის სტატუსის ამაღლება იქნება!“

1-pol-3-margსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან ერთად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის სკოლების პედაგოგებს შეხვდა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს სტანდარტი ქართველი მასწავლებლის და ამაზე ბევრი მუშაობაა საჭირო. თქვენი სფერო ყოველთვის პრიორიტეტული იქნება. მოგეხსენებათ, რექტორი ვიყავი ერთ-ერთი უნივერსიტეტის და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროს განვითარება".

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს მომავალი დამყარებულია განათლებაზე და პედაგოგების ღვაწლზე. ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლების სისტემის გაძლიერება და მასწავლებლის სტატუსის ამაღლება იქნება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები  გააცნო. ყველა პედაგოგი უნდა იყოს ჩართული და მიმართული კარიერული წინსვლისკენ. მასწავლებლის სახელფასო განაკვეთი და ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგების მიერ კრედიტების დაგროვებაზე, პროგრამების გავლაზე და მათ განვითარებაზე“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.