აქტუალური
„საქართველოს ახალმა მთავრობამ დაადასტურა ნატოში გაწევრების განზრახვა. თუმცა მომავალ წელს ეს ნამდვილად არ მოხდება, ჯერჯერობით ჩვენ საქართველო-ნატოს საბჭოს ფარგლებში ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა რასმუსენმა რუს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომისა და რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის წინ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოც და უკრაინაც ალიანსში გაწევრების მომხრენი გამოვიდნენ. თუმცა შემდგომ უკრაინამ გადაწყვიტა, რაიმე კავშირში არგაწევრების პოლიტიკით ეხელმძღვანელა.