უცხოეთი
ნიდერლანდებმა რუსეთს 2 დღე მისცა Greenpeace-ს აქტივისტების საქმეზე მოლაპარაკებების გასამართავად

1-niderlandiსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. თუ რუსეთში დაკავებული Greenpeace-ს 30 წევრის საკითხი ორშაბათამდე არ გადაწყდება, ნიდერლანდები საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა მარკ რიუტემ განაცხადა და აღნიშნა, რომ „მიმდინარეობს მუშაობა მოცემული საკითხის დიპლომატიურად გადაწყვეტისათვის“. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება.

ბოლო ინციდენტების, მათ შორის ჰააგაში რუსეთის საელჩოს თანაშრომლის ბინასა და მურმანსკში Greanpeace-ის ოფისში შეღწევის შესახებ საუბრისას რიუტემ მოუწოდა, ეს ინციდენტები „ერთიმეორის მიყოლებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ცივი გონებით გადაიჭრას“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2013 წლის 18 სექტემბერს 30 კაცი 19 ქვეყნიდან Greenpeace-ს აქციის შემდეგ დააკავეს. 30-ივე აქტივისტი მურმანსკისა და ახლომდებარე ქალაქების დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მოგვიანებით სასამართლომ ისინი 2 თვით დააპატიმრა.