უცხოეთი
მკვლელობაში ბრალდებულმა ორჰან ზეინალოვმა დაკითხვაზე ბრალი არ აღიარა და განაცხადა, რომ დანაშაულის ადგილზე არც კი ყოფილა. ამის შესახებ პარასკევს რფ-ის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. ამასთან, უწინ ეჭვმიტანილმა გამოძიებას აუწყა, რომ სწორედ მან მიაყენა დანით ჭრილობა ეგორ შჩერბაკოვს 2013 წლის 10 ოქტომბრის ღამეს ვოსტრიაკოვოს შესახვევში.
„მე უკვე მივეცი ჩვენება და კიდევ ერთელ ვადასტურებ, რომ ეს სწორედ ის პირია, ვინც ეგორ შჩერბაკოვი მოკლა“, - განაცხადა გოგონამ და დასძინა, რომ მანამდე ეს კაცი არასოდეს უნახავს.
ამასთან, გოგონა იმედოვნებს, რომ „სასამართლო სამართლიან განაჩენს გამოიტანს ამ კაცისთვის, რადგან ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებაზე“.