უცხოეთი
პენტაგონი: აშშ ყირგიზეთში მანასის ბაზიდან მიდის

1-usa-uxoditსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ–მა ყირგიზეთში მანასის ბაზაზე იმ ოპერაციების შეჩერება დაიწყო, რომლებსაც ავღანეთში ოპერაციების მხარდასაჭერად იყენებდა. მანასის ნაცვლად აშშ სატრანზიტო გადაზიდვებისთვის რუმინეთში მდებარე აეროპორტს გამოიყენებს.

„აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ მანასის საერთაშორისო აეროპორტში სატრანზიტო გადაზიდვების ცენტრიდან გადანაცვლების პროცესი დაიწყო“, - ნათქვამია პენტაგონის პრესსამსახურის ცნობაში. ამერიკის სამხედრო უწყების მონაცემებით, აშშ ამ ბაქნებისა და მათზე მდებარე ობიექტების გადაცემას ყირგიზეთის მთავრობისათვის 2014 წლის ივლისისთვის დაასრულებს, რის შესახებაც „იტარ-ტასი“ იუწყება.

მანასის ბაზაზე ცენტრალური სითბური პუნქტის გამოყენების თაობაზე ვაშინგტონსა და ბიშკეკს შორის შეთანხმების ვადა მომავალი წლის ივლისში იწურება. როგორც პენტაგონში აღნიშნეს,  აშშ „ძალიან აფასებს ყირგიზეთის მოსახლეობის მხარდაჭერას აშშ-ის ძალებისა და კოალიციის ძალისხმევისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ და ავღანეთსა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“.

სატრანზიტო გადაზიდვების ცენტრი მანასის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის მიერ ავღანეთში ოპერაციების მხარდასაჭერად 2001 წლის ბოლოდან გამოიყენებოდა.