ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 38–ე შეხვედრა გაიმართა
საქართველო, 21 ოქტომბერი,
საქინფორმი. 18 ოქტომბერს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 38-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მკაცრად გააპროტესტა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის და გორის რაიონის სოფლებში –
დვანსა და
აძვში მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟის პროცესი და ამ უკანასკნელით ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე, სასოფლო–სამეურნეო სავარგულების დამუშავებაზე, გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე ილაპარაკა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას და 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება.