სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი ცესკო–ს თავმჯდომარეს შეხვდა

1-sam-2-cikსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო–ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლიციის მზადყოფნა – აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესები არჩევნების მიმდინარეობისას და ამ მიმართულებით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა.