შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველო, 21 ოქტომბერი,
საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-4 განყოფილების თანამშრომლებმა ქერჩის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო
,,შემოიხედე“-ს ადმინისტრატორები – 1972 წელს დაბადებული
ირინე ბ. და 1970 წელს დაბადებული
ფატმან ნ. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაჰკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).