საზოგადოება
საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. სასტუმრო „რედისონში" საქართველოს პროკურატურამ სამომავლო გეგმების და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა: "კანონიერება და სამართლიანობა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედი და პროკურატურას ამ პროცესში საკვანძო როლი უჭირავს. შესაბამისად, მან უნდა მოახერხოს საკუთარი ავტორიტეტისა და სანდოობის ამაღლება, დაიმსახუროს საზოგადოების მაქსიმალური ნდობა. ამ მიმართულებით ჩვენ კარგი რეფორმები განვახორციელეთ და პროკურატურა დღეს გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.
კარგად ვიცით, როგორი მძიმე წარსული დაგვხვდა. გასაგებია, რომ დღეს მკაცრი მოთხოვნებია პროკურატურის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს თანამშრომლების შეცვლა, მაგრამ ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, რომ პროკურატურის ხელმძღვანელებმა დამოკიდებულება შეიცვალონ", - განაცხადა პრემიერმა.