აქტუალური
შეხვედრას საპატრიარქოში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი ესწრებოდნენ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა და როვნაგ აბდულაევმა.
კახა კალაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, 2013 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 ნოემბრამდე, საქართველოში არსებულ ყველა კონფესიის ობიექტს ბუნებრივი აირი უფასოდ მიეწოდება, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა "სოკარს" და, ასევე, საპატრიარქოს და უწმინდესს მიღებისათვის.
"აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, საქართველოში რელიგიურ ორგანიზაციებს ბუნებრივ აირს უფასოდ მიაწოდებენ, მათ შორის სომხურ ეკლესიასაც", - განმარტა თავის მხრივ როვნაგ აბდულაევმა.