აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

1-akt-1-tavdacvisსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტრო მიმართავს ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლებს, ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს: შეიარაღებული ძალები და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დროს, მონიტორინგის მიზნით, უზრუნველყოს დაინტერესებული პირების შეყვანა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში არსებულ სამხედრო ბაზაზე. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებლად გაეცნონ ამა თუ იმ ბაზაზე მყოფი სამხედროების ყოველდღიურ ცხოვრებას. დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება, საკუთარი თვალით ნახონ, რა პირობებში იმყოფებიან სამხედრო მოსამსახურეები, როგორ არის დაცული სანიტარული თუ ჰიგიენური ნორმები, ასევე დააგემოვნონ საკვები, რითაც ჩვენი ჯარიკაცები იკვებებიან და პირადად გაესაუბრონ მათ.