რელიგია
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

1-saz-3-rel-3-okmiსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
სხდომაზე მოხდა ეპარქიების რეორგანიზაცია, კერძოდ, გაიყო ოთხი ეპარქია. ამასთან, საეპისკოპოსო კანდიდატებად გამორჩეულ იქნა შვიდი სასულიერო პირი:

არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)

არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე)

იღუმენი დამიანე (ხუფენია)

იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი)

იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი)

მღვდელ-მონაზონი იოანე (შომახია)

მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (კაცია)

სამი მღვდელმთავარი გახდა ტიტულარული (შევნიშნავთ, რომ ისინი არ გასულან პენსიაზე, ორი მათგანი - მეუფე თადეოზი და მეუფე დავითი (ტიკარიძე) - ეპარქიის გარეშე განაგრძობენ მოღვაწეობას, მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი) შვედეთის სამრევლოზე იზრუნებს).

I. საქართველოს ეკლესიის ეპარქიების რეორგანიზაცია; დაადგინეს:

) მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია;

) მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია: 1. მანგლისისა და თეთრიწყაროს; 2. აგარაკ-წალკის;

) ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდეს:

1. რუისისა და ურბნისის ეპარქია; 2. სურამისა და ხაშურის ეპარქია;

) სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს: 1. გორისა და ატენის და 2. სამთავისისა და კასპის ეპარქიად.

) რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნას: 1. რუსთავის ეპარქია 2. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია;

II. წმიდა სინოდმა მოისმინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამიშვილი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა:

მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გათავისუფლდეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველობიდან, დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს ლიტურგიკული კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს მარაბდელი მიტროპოლიტი.

III. წმ. სინოდმა მოისმინა მარგვეთისა და ზესტაფონის მიტროპოლიტ ვახტანგის (ახვლედიანი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა:

მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) გათავისუფლდეს მარგვეთისა და ზესტაფონის ეპარქიის მმართველობიდან, დაევალოს შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მათზე მზრუნველობა, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ცურტაველი მიტროპოლიტი.

IV. წმ. სინოდმა იმსჯელა მთავარეპისკოპოსი დავითის (ტიკარიძე) საკითხის შესახებ და დაადგინა:

დაინიშნოს იგი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ადიშელი მთავარეპისკოპოსი;

V. წმ. სინოდმა განიხილა სამღვდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინა:

) არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) გამორჩეულ იქნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად.

) არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე) გამორჩეულ იქნას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად;

) იღუმენი დამიანე (ხუფენია) გამორჩეულ იქნას სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად;

) იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი) გამორჩეულ იქნას მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსად;

) იღუმენი სვიმონი (ცაკაშვილი) გამორჩეულ იქნას სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად;

) მღვდელ-მონოზონი იოანე (შომახია) გამორჩეულ იქნას აგარაკ- წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად;

) მღვდელ-მონოზონი გრიგოლი (კაცია) გამორჩეულ იქნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად.

VI. წმ. სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და დაადგინა:

მოციქულთა კრების XXVI; ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I; წმ. ბასილი დიდის XXXII კანონების საფუძველზე დეკანოზ იაკობ აბაშიძეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და სინანულისთვის გაიგზავნოს ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში.

VII. წმ. სინოდმა, განიხილა რა საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა, დაადგინა:

საქართველო ვერსდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ამ საკითხს ძალზე მტკივნეულად განიცდის ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ეკლესია. უნდა შეწყდეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება და ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაიწყოს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების და დევნილთა დაბრუნების პროცესი.

VIII. წმ. სინოდმა იმსჯელა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე:

აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს ეკლესიასა და აფხაზეთის ეპარქიას შორის კავშირი არ გაწყვეტილა. აფხაზეთის მკვიდრი მართლმადიდებლები ჩამოდიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ღებულობენ სულიერ საზრდოს. საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებაც, მიუხედავად სირთულეებისა, აფხაზეთში პერიოდულად ასრულებს მსახურებას.

სამწუხაროდ, მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების უნებართვო შესვლისა და მათ მიერ ორი ახალი ტაძრის საძირკველის კურთხევის შესახებ (ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებში), რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში ტაძრის მშენებლობის კურთხევას გასცემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მხოლოდ მისი კურთხევით შეუძლია სხვა ეკლესიის სასულიერო პირს რაიმე საეკლესიო ქმედების განხორციელება. ამდენად, ზემოთ თქმული არის საეკლესიო სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფა. მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, უზრუნველყონ კონტროლი, რათა არ მოხდეს მათი ეკლესიის სამღვდელოების აფხაზეთის ეპარქიაში შემოსვლა და მღვდელმოქმედების შესრულება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე.

IX. წმ. სინოდმა იმსჯელა ბოლო დროს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების შექმნის მცდელობაზე:

აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ ქონდა ადგილი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და მიზნად ისახვს ორი ტრადიციული რელიგიის და მათი წარმომადგენლების დაპირისპირებას. წმიდა სინოდმა დაადგინა: ეთხოვოს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიონ განვითარებული მოვლენები, და მიიღონ სათანადო ზომები სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად. აღნიშნული პროცესები პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს. ხოლო ჩვენს მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას კი ეთხოვოს, არ აყვნენ პროვოკაციებს, რათა უნებურად ბოროტმზრახველთა მიზნების განხორციელებას არ შეუწყონ ხელი.