უცხოეთი
ოლიმპიური ცეცხლის ერთ-ერთი მეჩირაღდნე სუზდალში სოსო პავლიაშვილი გახდა

1-saso-2საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. მეჩირაღდნეებმა 35-ეტაპიანი და 7 კმ-იანი მარშრუტი გაირბინეს, რომელიც ქალაქ-მუზეუმ სუზდალის ისეთ მნიშვნელოვან ადგილებს მოიცავდა, როგორიცაა შობის ტაძარი, პუშკარის სლობოდა, რიზოპოლოჟენის მონასტერი და სხვ. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა სუზდალში ქალაქის სავაჭრო მოედანზე შუადღისას დასრულდა, სადაც ესტაფეტის ჰიმნი მამაკაცთა კაპელა „ბლაგოვესტმა“ შეასრულა. ესტაფეტის მიმდინარეობაში 100 ვოლონტიორი მონაწილეობდა.

მეჩირაღდნეთა შორის სუზდალის ეტაპზე ბევრი ცნობილი პიროვნება აღმოჩნდა. მათ შორის – მუსიკოსი და მომღერალი სოსო პავლიაშვილი. არტისტის თქმით, 200 მ-ის გარბენა მას სწორედ სუზდალში სურდა, რადგან ეს ქალაქი დიდი ხანია უყვარს.

„სპორტი და ხელოვნება ის ბედნიერებაა, რომელიც ღმერთმა მოგვცა და ამაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს“, - განაცხადა პავლიაშვილმა.