უცხოეთი
დიასპორის საერთაშორისო ცენტრის წევრები აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ ზეინალოვის დაკავებისას მის მიმართ თითქოსდა უხეში მოპყრობის გასაპროტესტებლად. სააგენტო „ნოვოსტი აზერბაიჯანის“ ცნობით, აზერბაიჯანის შსს-ს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები დაშალეს და პიკეტის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ეგორ შჩერბაკოვის სავარაუდო მკვლელის ვინაობა დანაშაულის ჩადენიდან 5 დღეში დადგინდა. როგორც გაირკვა, ზეინალოვი რუსეთში უკვე 10 წელია ცხოვრობს და მუდმივი შემოსავალი არ აქვს.