საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „თარგამაძე მოღალატის ეტალონია!“

1-targamadzeze-saz-2საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას მოსახლეობის იმ ნაწილისაც ესმის, ვინც გიორგი თარგამაძეს უჭერს მხარს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ბეჭდური მედიის და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა. მე იმ ნაწილსაც გაგებით ვეკიდები, გიორგი თარგამაძის მხარდამჭერების ერთ თუ ორ პროცენტს. ამ კაცს მუდამ ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ეჭირა. მოღალატის ეტალონს გავს ეს კაცი ჩემს თვალში. სულ ყოველთვის იქ იდგა, სადაც ქვეყანას არ სჭირდებოდა და ქვეყნის საპირისპირო პოზიცია ეჭირა", - განაცხადა ივანიშვილმა.

თავის მხრივ, გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ  ქვეყნის მოღალატედ მოხსენიებისთვის პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივლებს.

მე მივმართავ სასამართლოს, სადაც მას დეტალურად აუხსნიან, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ღალატი და როგორ უნდა აგოს ადამიანმა პასუხი მსგავსი განცხადებისთვის, რაც არ უნდა ბევრი ფული და მაღალი თანამდებობა ჰქონდეს”, – განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ საკუთარი ღირსება ძვირად უღირს.

„ეს შეიძლება ციფრებში არ გამოიხატებოდეს, მაგრამ რამდენადაც სასამართლო პროცედურები ამას მოითხოვს, ერთი მილიარდი ლარი არის ის თანხა, რომლის გადახდაც მოუწევს მილიარდერ ივანიშვილს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.