ძველი სანომრე ნიშნების დიზაინი ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული დიზაინით შეიცვლება
საქართველო, 18 ოქტომბერი,
საქინფორმი. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 2014 წლის იანვრიდან ძველი სანომრე ნიშნების დიზაინი ევროპულ სტანდარტებთან მიმსგავსებული ახალი დიზაინის სანომრე ნიშნებით შეიცვლება.
სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში – ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო/კოდი "GE". სანომრე ნიშნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებული იქნება ორ-ორი სიმბოლო და მათ შორის 3 ციფრი, მარცხენა მხარეს განთავსებული პირველი ორი სიმბოლოს შემდეგ დატანილი იქნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა სახელმწიფო გერბით. ამასთან, ძველი დიზაინის სანომრე ნიშნებით სარგებლობა მომხმარებელს შეეძლება სატრანსპორტო საშუალების ახალ რეგისტრაციამდე. იმ პირებს, ვისაც ფასიანი სანომრე ნიშნები აქვთ, შსს–ს მომსახურების სააგენტო მათთვის სასურველი და იდენტური საფასურის სანომრე ნიშნით შეცვლას შესთავაზებს.