ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციას 23 ოქტომბერს კენჭს უყრიან
საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რეზოლუციას, სადაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული, 23 ოქტომბერს უნდა ეყაროს კენჭი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
“ევროპარლამენტი მხარს უჭერს ევროკავშირი-საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, მაგრამ მიაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ რეალურ პროგრესს მიაღწიოს კანონის უზენაესობის საკითხში. კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პოლიტპატიმრების, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებისკენ", - ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.