პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენ ვახერხებთ, რომ უაღრესად ეფექტურად დავწიოთ ის ძალიან მაღალი ტემპერატურა, რაც არის რუსეთის ფედერაციასთან!“

1-giorga-argv-pol-3საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ილაპარაკა.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ინტეგრაცია ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამ პრიორიტეტის პარალელურად ჩვენ ვახერხებთ, რომ უაღრესად ეფექტურად დავწიოთ ის ძალიან მაღალი ტემპერატურა და ის ძალიან მაღალი პრობლემური დონე, რაც არის რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის ურთულესი მუშაობა, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ დაგვეწყო რუსეთის ფედერაციასთან საგანგებო ურთიერთობა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით. ამის პარალელურად, ჩვენ არ დავაკელით ინტენსივობა ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნოემბერში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტს, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება უნდა მოხდეს, და წინა ხელისუფლებაზე უკეთ ახერხებს ევროპელ კოლეგებთან ურთიერთობასა და ინტეგრაციას.