პოლიტიკა
„მეორე ტური არ იქნება, იმიტომ რომ ეს არსებული მონაცემებით შეუძლებელია, მაგრამ თუ მოხდა საოცრება, ამომრჩეველი არ გამოვიდა საარჩევნო უბანზე და დაინიშნა მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში ვეღარ ვხედავ აზრს, რომ აქტიურად დავრჩე პოლიტიკაში ჩართული. მაშინ იმ მიზნების განხორციელება, რომლებზეც საუბრობს ბიძინა, რომლებზეც ვსაუბრობ მე, რომლებიც კიდევ ერთხელ ერთიანად იკვეთებოდა და ერთიანად ისახებოდა, აღარ არის საჭირო. მეორე ტური არ არის შესაძლებელი, მაგრამ საოცრების შემთხვევაში, მე საოცრებაში მონაწილეობას აღარ მივიღებ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
კოალიციის კანდიდატის განცხადებით, მისი ფუნქცია არ არის, რომ მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს მოუგოს არჩევნები, არამედ მისი ფუნქციაა ემსახუროს ქვეყანას. „იგივე პოზიცია ჰქონდა ბიძინას, ჩვენ ეს ერთი ემოცია დიდი ხანია გვაქვს და მე არაერთხელ მითქვამს ჩვენს შეკრებებზე, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, რომ ჩვენ ეს არჩევნები მოგებული გვაქვს, ეს იცის აბსოლუტურად ყველამ, მათ შორის ჩვენმა ყველაზე მეტად გაუწონასწორებელმა ოპონენტებმაც“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.