შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საქართველო, 18 ოქტომბერი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს
ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მინისტრმა ელჩს შსს-ში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს, სამომავლო გეგმებსა და წინასაარჩევნო გარემოს.