საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „ჟვანიას და იუსუპოვის გვამების ექსჰუმაციაზეა საუბარი“

1-Bizo-saz-3საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის კითხვაზე - ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით თუ ფლობს პრემიერი რაიმე ტიპის ინფორმაციას ახალ მტკიცებულებებზე და არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს - პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა:

„ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს საბოლოო ჯამში, მაგრამ მიმდინარეობს ეს პროცესი, გვამების ექსჰუმაციაზეა საუბარი და ოჯახები გამოცოცხლდნენ, მეც მქონდა საუბარი გოგლასთან რამდენჯერმე და პროკურატურაშიც ვიცი, რომ განახლდა ეს საქმე. დანარჩენი... დაველოდოთ. ჟვანიას საქმე განახლდა და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოიკვლევენ. ისევე, როგორც გირგვლიანის შესახებ.  ძალიან წინ წაიწია გამოძიებამ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.