საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „მისიონერი უნდათ ისევ და მეც ამ რანგში გავდიოდი!“

1-Bizo-saz-2საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. გუნდში მეუბნებიან, პელე ხარო და არავის უნდა, გუნდიდან პელე წავიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მთავრობის წევრებს არ უნდათ, რომ იგი გუნდს გამოაკლდეს.

“მისიონერი უნდათ ისევ და მეც ამ რანგში გავდიოდი. ჩემი მთავრობის მეთაურად დარჩენა, აქედან გამომდინარე, მინუსია. გუნდში მეუბნებიან, რომ პელე ხარ და არავის არ უნდა, რომ პელე წავიდეს გუნდიდანო. მესმის მთავრობის წევრების... ჯობია, რომ საზოგადოებაში გავაკეთო მაქსიმუმი და თუ საჭირო იქნება, იქიდან დავეხმარები მთავრობას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.