სამართალი
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთიდან 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი და 4 აბი სუბოქსინი შემოიტანა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 96 გრამი ნარკოტიკული საშულება, რომელიც 21 გრამ ჰეროინს შეიცავს და ასევე, 0,032 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინი.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).