სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

1-sam-2-ukanonoსაქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი როველ კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა და შაშხანის 15 საბრძოლო ვაზნა, კალაშნიკოვის სისტემის იარაღის 6 საბრძოლო ვაზნა, გეკოს ტიპის იარაღის 7 ვაზნა და, ასევე, სხვადასხვა ტიპის იარაღის დაშლილი ნაწილები ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).