პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ის, რასაც ჩვენ გვთავაზობს პირველი არხი, სამწუხაროდ, ეს არის დებატების პროვოკაცია, ეს არის დადგმული სპექტაკლი“

1-nina-burj-pol-3საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ნინო ბურჯანაძე: ჩემი ინფორმაციით, დებატები არ იმართება. ის, რასაც ჩვენ გვთავაზობს პირველი არხი, სამწუხაროდ, ეს არის დებატების პროვოკაცია. ეს არის დადგმული სპექტაკლი, სადაც აბსოლუტურად ხელოვნურად, დებატების პირველ ნაწილში მოიწვიეს ბატონი მარგველაშვილი, ბაქრაძე, თარგამაძე და ხარატიშვილი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ რომელიმე მათგანს ეყოფა თავმოყვარეობა, რომ უარი განაცხადოს ამ დებატებში მონაწილეობაზე და რეალური დებატები გაიმართოს. მე მზად ვარ ბატონ მარგველაშვილთან დებატებში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს.

რა დემოკრატიაზე გველაპარაკება მმართველი გუნდი, მაშინ, როცა აცხადებს უარს ერთ-ერთ მთავარ კანდიდატთან დებატებზე? ეტყობა, ასეთ დემოკრატიას გვპირდებიან, გარწმუნებთ, ასეთი დემოკრატია არავის სჭირდება!“ - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებაში.