პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ვაკის და საბურთალოს მოსახლეობასთან

1-pol-1-margvlas-Sexvedraსაქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გუშინ ვაკის და საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

შეკრებილ საზოგადოებას 27 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა: „მალე ჩვენ  გამაერთიანებელი პრეზიდენტი გვეყოლება, 2012 წლის პირველ ოქტომბერს დაწყებული საქმე 27 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დავასრულოთ. იმან, რომ აშკარა უპირატესობით ლიდერობს მარგველაშვილი, არ უნდა დაგამშვიდოთ, არჩევნებზე უნდა ვიყოთ აქტიურები   და ამაში ჩვენ ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს“.

გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდეს მხარდამჭერებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

ბევრი ადამიანი მხვდება, ვისთან ერთადაც გავიზარდე, ვმეგობრობ, ვმუშაობდი.  ამომრჩევლებს იმ თემებზე ვესაუბრები, რაზეც რეგიონებში. ერთად როგორ უნდა ჩავატაროთ მაღალი ევროპული სტანდარტებით დემოკრატიული არჩევნები და როგორ დავგეგმოთ ქვეყნის განვითარების სერიოზული ეტაპები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს სამგორის მოსახლეობას შეხვდება.