შსს-ში უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველო, 17 ოქტომბერი,
საქინფორმი. გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შინაგან საქმეთა მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ალასანია მიიღო. რიგით მესამე სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე ძალოვანი მინისტრების მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი
ირაკლი ძნელაძე და მისი მოადგილეები.
მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის, შსს-ს აკადემიასა და თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სპეციალისტების მომზადების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე დაიგეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ერთობლივი წვრთნების ჩატარება. უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.