მოსკოვი წუხს ჰოლანდიელ დიპლომატთან დაკავშირებული ინციდენტის გამო
საქართველო, 16 ოქტომბერი,
საქინფორმი. მოსკოვი წუხს ჰოლანდიელ დიპლომატთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ხოლო რუსეთის სამართალდაცავი ორგანოები ყველა ღონეს მიმართავენ ამ დანაშაულის მონაწილე პირთა დასაკავებლად. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის,
ალექსანდრ ლუკაშევიჩის ოფიციალურ კომენტარშია ნათქვამი.
„მოსკოვში წუხილს გამოთქვამენ იმ სამწუხარო ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც 15 ოქტომბრის საღამოს ჰქონდა ადგილი, როცა ორმა უცნობმა პირმა საკუთარ ბინაში ნიდერლანდების საელჩოს მრჩეველს მოსკოვში ონნო ელდერენბოსს სცემა. რუსი სამართალდამცავები ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართავენ ამ დანაშაულის მონაწილე პირთა აღმოსაჩენად და დასაკავებლად“, - ნათქვამია კომენტარში.